fbpx
კატეგორიის გარეშე

ქართული კომპანია, რომელიც თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავს

საწარმოო და სამშენებლო სექტორში უსაფრთხოების სრული დაცვა უკვე შესაძლებელი ხდება მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან ერთად, რომელიც საქართველოში, მხოლოდ CSS-შია ხელმისაწვდომი.

CSS საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელია ფრანგულ ბრენდ “TRACTEL”-ის, იტალიური „Sir Safety System“-ისა და ესპანურ ბრენდ „INTERNACIONAL DE REDES Y CUERDAS, SA”-ს.

კომპანია „Tractel“-ის პროდუქცია გამოიყენება სამშენებლო, სამრეწველო, ენერგეტიკის, ტელეკომისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.

„Sir Safety Systems“ ბრენდი აწარმოებს უმაღლესი ხარისხის სამუშაო უსაფრთხოების პერსონალურ აღჭურვილობებსა და სპეც. დანიშნულების ტანსაცმელს: თერმულ ქურთუკებს, ცვეთაგამძლე მატერიისგან დამზადებულ უნიფორმებს, უმაღლესი ხარისხის ტყავისგან დამზადებული ფეხსაცმელებსა და ხელთათმანებს.

ესპანური „IRC“ კი აწარმოებს უსაფრთხოების ბადეებსა და მოაჯირებს. კომპანია CSS-ის გთავაზობთ უსაფრთხოების სისტემების მონტაჟსა და დემონტაჟს, უსაფრთხოების ბადეების აწევას სართულიდან სართულზე და სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების სისტემების პროექტის მომზადება.

📞 574 602 020
📧 css.georgia2018@gmail.com
🌐 www.cssgeorgia.ge