fbpx
საზოგადოება

ორსული ცოლი საავადმყოფოში მიიყვანა და მალე შეატყობინეს, რომ ცოლ-შვილი დაეღუპა – უჩვეულო შემთხვევა საბერძნეთში

ალექსანდრუპოლის საზოგადოება შეძრა 37 წლის ქალის გარდაცვალებამ, რომელიც 7 თვის ფეხმძიმე იყო. სამწუხაროდ, ექიმებმა ვერც ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალაგზრდა ქალი ერთ-ერთი ადგილობრივი საგანმანათლებლო-მოსამზადებელი ცენტრის მფლობელის მეუღლე იყო. ის ალექსანდრუპოლის საავადმყოფოში სწორედ ქმარმა მიიყვანა, რადგან ძლიერმა ტკივილმა შეაწუხა. რამდენიმე საათის შემდეგ მამაკაცს შეატყობინეს, რომ ცოლ-შვილი გარდაეცვალა.

როგორც პერსონალი აცხადებს, ქალი კორონავირუსით არ იყო ინფიცირებული და გაურკვეველია მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. აქედან გამომდინარე, დაიგეგმა ექსპერტიზა, რათა გაირკვეს, რას შეეწირა ახალგაზრდა ქალი და მისი შვილი, რომელმაც დაბადებაც ვერ მოასწრო.

onalem

ტესტ