fbpx
საზოგადოება

2018 წლის მაისში გაუჩინარებული ემიგრანტი ქალი კვიპროსში იპოვეს – მისი შვილი ამ დრომდე იძებნება

ემიგრანტი ქალი, რომელსაც 2018 წლიდან ეძებდნენ, გუშინ, კვიპროსის ერთ-ერთ სოფელში, მიტოვებულ საბადოს მომპოვებელ ტერიტორიაზე იპოვეს. პოლიცია ქალმა გამოიძახა, რომელმაც წლის ზედაპირზე ცხედარი შენიშნა.

კერძოდ, ფილიპინელი მარი როუზი, რომელიც კვიპროსში ემიგრაციაში იმყოფებოდა, 2018 წლის 5 მაისს, 6 წლის შვილთან ერთად გაუჩინარდა.

პოლიცია ვარაუდობს, რომ ბავშვიც გარდაცვლილია, თუმცა, ამ დრომდე მისი კვალიც კი არსად ჩანს. რაც შეეხება ქალის ცხედარს, რომელიც 130 მეტრის სიღრმეზე იყო ჩაგდებული, ბოლო დროს ძლიერმა წვიმამ წყლის დონე ასწია, ზედაპირზე ამოიტანა და შესამჩნევი გახდა.

ის მისმა მეგობარმა ქალმა ამოიცნო, რომელმაც დაადასტურა, რომ როუზს სწორედ ის საყურეები ეკეთა, რომლებსაც 2018 წლის 5 მაისს ატარებდა. მას შემდეგ, რაც ქალმა დაკითხვისას ეჭვმიტანილად გარდაცვლილის პარტნიორი დაასახელა, პოლიციამ 33 წლის მამაკაცი დააპატიმრა.

მიუხედავად გამოძიებისა, ის მკვლელობას არ აღიარებს და ამბობს, რომ არაფერი იცის არც 6 წლის გოგონას შესახებ.

onalem

ტესტ