fbpx
საზოგადოება

ვუნდერკინდი კალიმნოდან, რომელსაც IQ 200 აქვს და 10 წლიდან უნივერსიტეტში სწავლობს

ვასილეოს მაილისი, კუნძულ კალიმნოდან, ის ვუნდერკინდია, რომელსაც ინტელექტის მაჩვენებელი (IQ) 200 აქვს და ასაკის მიუხედავად, 10 წლიდან უნივერსიტეტში სწავლობდა. ბავშვი განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობებით გამოირჩევა და სწორედ ამიტომ, რამდენიმე უნივერსიტეტმა მიიღო, თუმცა, მისმა მშობლებმა არჩევანი Community College of Allegheny County-ზე შეაჩერეს, რომ ბიჭს ედარებით პატარა კოლეჯიდან დაეწყო სწავლა.

ვასილეოსი გაკვეთილებს ჩვეულებრივ ესწრება თავის კურსელებთან ერთად, რომლებიც ორჯერ უფრო დიდები არიან მასზე, თუმცა, როგორც მისი მამა ამბობს, სახლში და მეგობრებთან ჩვეულებრივ, ასაკის შესაბამისად იქცევა და მისი ინტელექტის მაღალი დონე არ ნიშნავს, რომ სოციალიზაცია უჭირს თანატოლებთან.

როგორც ჩანს, ბიჭს შესაძლებლობები ჩვილობიდანვე გამოუვლინდა, ჯერ კიდევ 21 თვის იყო, როდესაც კითხვა დაიწყო და 2 წლის ასაკში შეეძლო მცირე მოთხრობების დაწერაც, 4 წლის ასაკში ვასილეოსმა უკვე იცოდა ალგებრა, ხოლო 5 წლის ასაკში ფლობდა გეომეტრიასაც.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ ბიჭი 10 წლიდან ჩაირიცხა უნივერსიტეტში, როგორც ამბობს, სურს, რომ მომავალში ასტროფიზიკოსი გახდეს.

onalem

ტესტ