fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ყურადღება! ბარიერები ათენის ყველა სადგურში, მათ შორის, ვიქტორიაზეც დაიკეტა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენის თითოეულ მეტროსადგურში ბარიერები დაიკეტა. ამ დრომდე რამდენიმე სადგურში მგზავრები ჯერ კიდევ თავისუფლად გადიოდნენ ბარიერებს შორის, თუმცა, ახლა თითოეული მათგანი დაკეტილია.

გუშინ ჩაიკეტა ბარიერები ვიქტორიის მეტროსადგურში.

არსებული ინფორმაციით, გუშინ, წინა კვირასთან შედარებით 10.000-ით მეტი ბილეთი გაიყიდა, მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ თავისუფლად გავლა ვეღარ შეძლო.

ზოგადად კი, ΟΑΣΑ-ს ხელმძღვანელობა იტყობინება, რომ ტრანსპორტში დამონტაჟებულმა ელექტრონულმა სისტემამ დიდი შემოსავალი მოიტანა.

2019 წლის იანვარში 19.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო თებერვალში 22%.

 

onalem

ტესტ