fbpx
საზოგადოება

შეშინებული ემიგრანტები, რომლებიც კრეტას მიწისძვრის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებას გეგმავენ

ბერძნულ საზოგადოებას გული აუჩუყა 10 დღის ჩვილის ამბავმა, რომელიც მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანას მოევლინა, ფაქტობრივად, ქუჩაში ცხოვრობს. კრეტაზე მომხდარი მიწისძვრის გამო ემიგრანტების ოჯახი, ბულგარეთიდან, კარავში ცხოვრობს და ახალშობილისთვის, ცხადია, ეს პირობები უკიდურესად რთულია.

გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვს აღენიშნებოდა გაციების სიმპტომები, ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილის” სამედიცინო ჯგუფმა მას სრულიად უფასოდ ყველა გამოკვლევა ჩაუტარა. ექიმების თქმით, რთული პირობების მიუხედავად, პატარა ჯანმრთელია.

ემიგრანტების ოჯახის სახლი საცხოვრებლად უვარგისად არის შეფასებული. მართალია, ისინი ბულგარეთიდან საბერძნეთში უკეთესი მომავლისთვის ჩამოვიდნენ, მაგრამ ბავშვის დედა ამბობს, რომ სამშობლოში დაბრუნებას აპირებენ, რადგან მომხდარმა მათი ფსიქიკური მდგომარეობა ძალიან შეარყია და ახლა არ იციან, საერთოდ რა ბედი ეწევათ.

onalem

ტესტ