fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ჰოლანდიელ ჟურნალისტს პატიმრობა ელის, რადგან ემიგრანტ ბიჭს თავშესაფარი მისცა და შვილივით უვლიდა

“ის მე შვილივით მყავს,” ასეთია 61 წლის ჰოლანდიელი ჟურნალისტის სიტყვები 23 წლის ემიგრანტ ბიჭთან დაკავშირებით, რომელიც მალაკასას ბანაკში 2018 წელს გაიცნო და მას შემდეგ საკუთარი სახლის კარი გაუღო.

23 წლის ავღანელი საბერძნეთში თავშესაფრის მაძიებელია, რომელსაც 20015 წლიდან 2020 წლის ნოემბრამდე ყველა საჭირო საბუთი ჰქონდა, საბერძნეთში ცხოვრებისთვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც თავშესაფრის სამსახური კორონავირუსის გამო დაიკეტა, მან ვერ შეძლო საჭირო პროცედურების გავლა და ამ დროისთვის არალეგალად ითვლება. აქედან გამომდინარე 61 წლის ჟურნალისტს, ინგებორგ ბეუგელს პატიმრობა ემუქრება, არალეგალის მასპინძლობისა და მისი უკანონოდ ცხოვრების ხელშეწყობისთვის.

ჟურნალისტი კუნძულ ჰიდრაზე რამდენიმე წელია ცხოვრობს, მან სახლში შეიფარა ბიჭი, რომელსაც ტრამვული ბავშვობა აქვს და ომს გამოექცა, რომლის მშობლებიც თალიბანებმა მის თვალწინ სასტიკად მოკლეს და უიმედოდ დარჩენილმა საბერძნეთში თავშესაფრის საძიებლად ჩამოსვლა გადაწყვიტა, ცხადია, ზღვის გავლით. ბეუგელი მას 2018 წლიდან შვილივით უვლიდა და სწორედ ამისთვის ახლა 1 წლიანი პატიმრობა და 5.000 ევროს ოდენობის ჯარიმა ელის.

ქალი დეტალურად აღწერს კრიზისს, თუ რა სირთულეებთან გამკლავება უწევთ ემიგრანტებს, თავშესაფრის მაძიებლებს საბერძნეთში, რამხელა ბიუროკრატიას ეჭიდებიან და რამდენი წელი უწევთ ლოდინი, ვიდრე მათი საქმე განიხილება და რაიმე საბუთის აღებას შეძლებენ, ხანდახან კი ამდენ ხნიანი ლოდინის შემდეგაც კი, გადაწყვეტილება უარყოფითია.

 

onalem

ტესტ