fbpx
საზოგადოება

ვის მიანიჭა საბერძნეთის სახელმწიფომ პატარა ლიდიაზე მეურვეობა?! – ნახეთ გადაწყვეტილება

საბერძნეთის სახელმწიფომ 1 წლის ლიდიაზე მეურვეობა კაროლაინის დედას მიანიჭა, ხოლო ამავე გადაწყვეტილების თანახმად, პილოტს ბავშვზე ყველანაირი უფლება უუქმდება, დროებით, ვიდრე მისი სასამართლო პროცესი არ შედგება.

ირკვევა, რომ საქმის მასალები ვოლოსის სასამართლოში გადაიგზავნება, რომელიც გააკონტროლებს, რომ პატარა ლიდიას ცხოვრება უზრუნველყოფილი იყოს და ბავშვს სათანადო გარემო შეექმნას, მენტალური ჯანმრთელობისთვის, რადგან მის ცხოვრებას უკვე აქვს სტიგმა, რომლის გამოც გარკვეულ სირთულეებთან დაპირისპირება მოუწევს.

ლიდია ალონისოზე წავა, პილოტის ოჯახს კი უფლება ექნება მოინახულოს ის თვეში 5-ჯერ ამავე კუნძულზე, 10 საათიდან 14:00 საათამდე. მათ ბავშვის კუნძულიდან წაყვანის უფლება არ აქვთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრება 30 დღის მანძილზე შეუძლია.

onalem

ტესტ