fbpx
პოლიტიკა

კირიაკოს მიცოტაკის გადაწყვეტილება – ბარათები, 150 ევროთი, ვინც ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა ან გაიკეთებს

კირიაკოს მიცოტაკიმ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებას გააცნო. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, საბერძნეთში 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს გადაეცემათ ბარათი, 150 ევროს ბალანსით, თუმცა, ეს განსაზღვრულია მხოლოდ მათთვიც, ვინც გაიკეთა ვაქცინის 1-ლი დოზა ან გაიკეთებს 2021 წლის მანძილზე.

აღნიშნული ბარათის გამოყენება შესაძლებელი იქნება შემდეგი მიზნებისთვის: სამოგზაურო ბილეთების შეძენა, სასტუმროს გარკვეული ხარჯის დაფარვა, კინოების, კონცერტებისა და თეატრების ბილეთების შეძენა. ანუ ფაქტობრივად, ტურისტული და გასართობი მიზნებისთვის.

ბარათს 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდები მიიღებენ ავტომატურად, ΑΜΚΑ-ს საშუალებით, თუკი ვაქცინას 2021 წელს გაიკეთებენ ან უკვე გაიკეთეს.

რაც შეეხება ვაქცინირებულთა სხვა პრივილეგიებს, ოფიციალური ინფორმაცია მომდევნო დღეებში გამოქვეყნდება, თუმცა, პრემიერმა წინასწარ განაცხადა, რომ მათ მეტი თავისუფლება ექნებათ, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეებში.

 

View this post on Instagram

 

A post shared by SKAI.gr (@skaigr)

onalem

ტესტ