fbpx
პოლიტიკა

საბერძნეთის პრემიერმა ბოდიში მოიხადა – ვის მიმართა კირიაკოს მიცოტაკიმ?

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოც მიცოტაკიმ დღეს პარლამენტში გამოსვლის დროს ბოდიში მოიხადა. მიცოტაკის ბოდიში ეხებოდა ყველა იმ ადამიანს, რომელიც პოლიციის მხრიდან ძალადობრივი ქმედებების მსხვერპლი გახდა და საუბრისას, მიმართა ალექსის ციპრასსაც.

“ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. როგორც ჩვენი მთავრობის, ასევე თქვენი მთავრობის პირობებში, ბატონო ციპრა. ის, რაც ნეა სმირნიში მოხდა, აბსოლუტურად მიუღებელია. ამ ინციდენტზე დაიწყო გამოძიება და კონკრეტული პოლიციელი უკვე იდენტიფიცირებულია. ცალსახად ვგმობ მსგავს ქმედებებს, რაც უნდა მომხდარიყო იქამდე. პოლიციელს უნდა ჰქონდეს თავშეკავების უნარი, მაშინაც კი, როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ. 

ბატონო, ციპრას, როდესაც ადანაშაულებთ პოლიციას, დაფიქრდით, რადგან ადანაშაულებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ბევრჯერ იყვნენ ჩართულები კორონავირუსთან ბრძოლაში. მათ საკუთარ შესაძლებლობებს ბევრჯერ გადააჭარბეს. ჩატარებულია დაახლოებით 11 მილიონი შემოწმება, სრულიად უპრობლემოდ და ზრდილობის მაქსიმალური დაცვით,” თქვა მიცოტაკიმ.

პრემიერის აღნიშნული განცხადებები მოჰყვა ციპრასის ბრალდებას, რომელმაც მიცოტაკის მთავრობა და პოლიცია მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობაში დაადანაშაულა.

onalem

ტესტ