fbpx
პოლიტიკა

მომდევნო კვირას გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი ათენში!

სამთავრობო სპიკერმა ბერლინში განაცხადა, რომ 10 იანვარს გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ათენში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩაფრინდება.

სპიკერის თქმით, მერკელი საბერძნეთის პრემიერს, ალექსის ციპრას ხუთშაბათს შეხვდება. ისინი შეხვედრის შემდეგ პრესასთან საერთო კომენტარებს გააკეთებენ.

ორი ქვეყნის ლიდერი ორმხრივ, ევროპულ ურთიერთობებსა და საერთაშორისო საკითხებე ისაუბრებს.

პარასკევს კანცლერი საბერძნეთის პრეზიდენტს, პროკოპის პავლოპულოს შეხვდება, მოგვიანებით მოინახულებს გერმანულ სკოლას ათენში და გაეცნობა ბერძენ ხელოვანებს, მეცნიერებსა და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებს.

მერკელი ასევე გეგმავს შეხვდეს ოპოზიციური პარტიის ლიდერს, კირიაკოს მიცოტაკის.

ხოლო რაც შეეხება საკითხს, მიიღებს თუ არა საბერძნეთი მეორე მსოფლიო ომის შედეგად გამოწვეული ზარალის გამო გერმანიისგან კომპენსაციას, სპიკერი აცხადებს, რომ გერმანიის პოზიცია “ცნობილი და შეუცვლელია.”

 

onalem

ტესტ