fbpx
პოზიტივისაზოგადოება

ბერძენმა მამაკაცმა მდიდრული სახლი ანდერძით ობოლ გოგონებს დაუტოვა

გაზეთი “Ταχυδρόμος” იუწყება, რომ ანტონის ვასილიადისს, რომელიც სიცოცხლის უმეტესი წლები ათენში ცხოვრობდა, არასოდეს დავიწყებია თუ საიდან იყო წარმოშობით. მას ყოველთვის ჰქონდა კავშირი მაგნისიის ალმიროს მუნიციპალიტეტთან. ის ინჟინერი იყო და მდიდრულ სახლს და რამდენიმე ბიზნესს ფლობდა.

ცნობილი გახდა, რომ მან ანდერძში მიუთითა, რომ მისი და მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, სახლი ორი ობოლი გოგონას საკუთრებაში გადავიდოდა, რომლებიც ამალიაპოლის მუნიციპალიტეტიდან არიან. უფრო კონკრეტულად კი, სახლი გაიყიდება, ხოლო შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა ორ გოგონას.

ვოლოსის ადვოკატთა ასოციაციამ ანდერძის შესრულება დაიწყო.

“ეს წამახალისებელი ქმედებაა ხალხისთვის, რომელიც ხაზს უსვამს, რომ უნდა გვახსოვდეს ჩვენი წარმოშობის ადგილი და ისინი, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. ეს ბავშვები იკონომიკური კრიზისის დარტყმის გარდა, მშობლებიც გარეშეც დარჩნენ,” განაცხადა ანტონის ვასილიადისის ადვოკატმა.

სახლი 212 კვადრატული მეტრია და 8 ოთახს მოიცავს.

გარდა ამისა, ვასილიადისმა გადაწყვიტა, რომ ხალკიდიკიში, აგია ნინას ტერიტორიაზე მდებარე ფერმის ერთი წლის შემოსავალი ვოლოსის ერთ-ერთ ეკლესიას გადაერიცხოს. ასევე, ამავე ფერმის ერთი წლის შემოსავალი გადაირიცხოს თესალონიკის ობოლ ბავშვთა სახლში, რათა შეიძინონ წიგნები და ტანსაცმელი.

onalem

ტესტ