fbpx
კრიმინალი

“ეს არის ადამიანი გრძნობების გარეშე, რომელიც 1 წუთითაც არაფერს ნანობს” – ფსიქოლოგი, დიმიტრის სურას

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ხარალამბოს ანაგნოსტოპულო ციხეში დიდი სიმშვიდითა და უემოციობით გამოირჩევა. ამას არ განაპირობებს გარემო, არამედ მისი ხასიათი. სწორედ ამაზე საუბრობენ ფსიქოლოგები მისი პროფილის აღწერისას.

ირკვევა, რომ მომდევნო სამ დღეში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ციხეში მუშაობას დაიწყებს, რადგან ეს იქ შესვლისთანავე ითხოვა. ამას გარდა, მომდევნო კვირაში მას, ადვოკატთან ერთად, ესტუმრებიან მშობლები და ძმა.

ფსიქოლოგის, დიმიტრის სურას თქმით, ანაგნოსტოპულოს სხეულის ენა იმაზე მიუთითებს, რომ ის არანაირ სინანულს არ გრძნობს:

“ის ნამდვილად არის ადამიანი, რომელსაც გრძნობები არ გააჩნია, ადამიანი, რომელიც არ გრძნობს თავს დამნაშავედ. ბოდიშს არასოდეს არ იხდის, რადგან არ აქვს სინანული.” 

onalem

ტესტ