fbpx
საზოგადოება

“ვაქცინა ყველამ უნდა გაიკეთოთ, ვალდებულები ხართ საკუთარი თავის და საზოგადოების წინაშე” – კირიაკოს მიცოტაკის მიმართვა მოსახლეობას

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკიმ მოსახლეობას მიმართა თხოვნით, რომ ვაქცინაცია ყველამ გაიკეთოს.

“ყველა მტკიცებულება აჩვენებს, რომ ვაქცინაცია იხსნის სიცოცხლეებს და გვიცავს კორონავირუსისგან, განსაკუთრებით მათ, ვისაც საფრთხე ყველაზე მეტად ემუქრებათ. ჩვენს ქვეყანაში რეანიმაციაში მყოფი 200 მოხუციდან 197 არ არის ვაქცინირებული. ამიტომ, ეს არის ელემენტარული თავდაცვა, განსაკუთრებით მოხუცებისთვის. ჯერ კიდევ არსებობს ხელმისაწვდომი დოზები მათთვის, ვისაც ეს ნაბიჯი არ გადაუდგამს.

გთხოვთ, რომ ვაქცინაცია ჩაიტაროთ, რათა იმუნიტეტის კედელი შეიქმნას. ამაში კი, წვლილის შეტანა აბსოლუტურად ყველას შეუძლია. ვაქცინაცია არის ჯანდაცვის ეროვნულ სისტემაზე ზეწოლის შემცირებისა და ეკონომიკის მუშაობის აღდგენის მთავარი გზა.

სამწუხაროა, რომ ვკარგავთ სიცოცხლეებს და მთლიანობაში საზოგადოება მოკლებულია თავისუფლებას. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომ იჩქარონ და გაიკეთონ აცრა. ვალდებულნი ხართ საკუთარი თავის, თქვენი ოჯახის და მთლიანად საზოგადოების წინაშე,” განაცხადა მიცოტაკიმ.

onalem

ტესტ