fbpx
საზოგადოება

“მინდა ვიცოდე, რა დაემართა ჩემს შვილს” – კრეტაზე დაღუპული 25 წლის გოგონას დედა სამართალს ეძებს

კუნძულ კრეტაზე, გავდოს ტერიტორიაზე დაღუპული 25 წლის კორინას დედა სასოწარკვეთილია და ყველანაირი ძალებით ცდილობს, გაარკვიოს, რა მიზეზით მოხდა საზარელი ინციდენტი.

როგორც უკვე ცნობილია, კორინა მანქანაში მამაკაცთან ერთად იჯდა, გამთენიისას ისინი კლდიდან გადაცვივდნენ და გოგონა მიღებული მძიმე დაზიანებების გამო გარდაიცვალა. მამაკაცმა მანქანიდან გადმოსვლა შეძლო, ვიდრე ღრმად ჩავარდებოდა, ხოლო გოგონა საათების მანძილზე ელოდა სასწრაფო დახმარებას, ვინაიდან ადგილი საკმაოდ მიუვალია და ΕΚΑΒ-ის ბრიგადამ მხოლოდ დილის 10:00 საათზე შეძლო იქ ჩასვლა.

“ბოლოს ჩემს შვილს შაბათს შუადღეს ვესაუბრე და კვირას გამთენიისას მოხდა ეს უბედურება. გავდოში სხვა მეგობრებთან ერთად იყო წასული. მინდა გავიგო, თუ რა დაემართა ჩემს შვილს. მჭირდება სიმართლე პოლიციისგან. მე ვესაუბრე იმ ადამიანსაც, რომელიც მანქანაში მასთან ერთად იჯდა და მხოლოდ ნაკაწრები აქვს. ის 40 წლის არის და ხანიის საავადმყოფოში მკურნალობს. არ ვიცი, რა კავშირი ჰქონდა მას ჩემს გოგონასთან. სიმართლის პოვნა მინდა, რადგან კორინა აღარ დამიბრუნდება,” ამბობს ქალი.

25 წლის კორინა კუნძულ კრეტაზე წლების მანძილზე ცხოვრობდა, იქაურობაზე შეყვარებული იყო და ტექნიკურ უნივერსიტეტშიც ამ კუნძულზე ჩააბარა. მიუხედავად ამისა აკითხავდა ხოლმე მშობლიურ კერკირასაც, როდესაც შესაძლებლობა ჰქონდა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რათა კონკრეტული მიზეზი დადგინდეს.

onalem

ტესტ