fbpx
საზოგადოება

ყურადღება! რა იცვლება დღეიდან ათენში, ახალი აკრძალვები, რომლებიც ძალაში შევიდა!

დღეიდან, 3 ნოემბრის დილის 06:00 საათიდან, ძალაში შევიდა ახალი ზომები, რომლებიც მოიცავს მთელ საბერძნეთს, მათ შორის დედაქალაქ, ათენსაც.

რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ დღეიდან?!

დაწესდა:

1) პირბადის უნივერსალური ტარების ვალდებულება მთელ საბერძნეთში, არ აქვს მნიშვნელობა შედის საფრთხის შემცველ ზონაში თუ არა.

2) ასევე, გადაადგილება იკრძალება 00:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე. 

3) საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების 50% გადავა დისტანციურ მუშაობაზე.

4) უნივერსიტეტებიც გადავლენ დისტანციურ სწავლებაზე.

საფრთხის შემცველ (ე.წ. “წითელ” და “ფორთოხლისფერ”) ზონებში, მათ შორის ათენშიც, იკეტება:

იხურება კაფე-ბარები, ტავერნები და რესტორნები, მათი მუშაობა დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ მიტანის სერვისის საშუალებით. იკეტება სავარჯიშო დარბაზები, მუზეუმები, კინოები, თეატრები. განსხვავებით გაზაფხულისგან, არ იკრძალება გადაადგილება მუნიციპალიტეტებს შორის.

იმუშავებენ მაღაზიები, სილამაზის სალონები და სასტუმროები, უსაფრთხოების წესების უმკაცრესი დაცვით.

გადაადგილება აღნიშნულ ზონებშიც დასაშვებია მხოლოდ 00:00 საათამდე და 05:00 საათის შემდეგ.

 

onalem

ტესტ