fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

როგორ ვაგზავნით SMS-ს 13033-ზე გადაადგილებისთვის – ხვალიდან სრული კარანტინი თესალონიკში!

როგორც უკვე ცნობილია, ხვალიდან თესალონიკსა და სერესში სრული კარანტინი ცხადდება, რომელიც ძალაში იქნება მომდევნო ორი კვირის მანძილზე.

მთავრობის მიერ მიღებული ზომების მიხედვით, ბრუნდება გადაადგილებისთვის SMS-ს გაგზავნის ვალდებულება. გავიხსენოთ, თუ როგორ და სად ვაგზავნით SMS, რათა დღის მანძილზე შევძლოთ გადაადგილება, თესალონიკისა და სერესის მასშტაბით.

მოსახლეობას მოეთხოვება გააგზავნოს ციფრი ნომერზე 13033 და ეს ციფრი აღნიშნავს ქვემოთ ჩამოთვლილ მიზეზებს:

1 – აფთიაქში წასვლა ან ექიმთან ვიზიტი.

2 -სუპერმარკეტსა და სურსათის სხვა მაღაზიებში წასვლა.

3 – ბანკსა და სხვა მომსახურების ცენტრებში წასვლა.

4 – ადამიანებისთვის საჭირო დახმარების აღმოსაჩენად წასვლა.

5 – სხვადასხვა ცერემონიებზე დასწერება (ნათლობა, ქორწილი, დაკრძალვა).

6 – ფიზიკური ვარჯიში და შინაური ცხოველის გასეირნება.

როგორ ვაგზავნით?!

ვწერთ ზემოთ ჩამოთვლილი ფიცრებიდან ერთ-ერთს (საჭიროებისდა შესაბამისად) შემდეგ ინტერვალი, შემდეგ ვწერთ სახელს (ინტერვალი), გვარს (ისევ ინტერვალი) და საცხოვრებელ მისამართს და ვაგზავნით ნომერზე 13033-ზე.

 

 

 

onalem

ტესტ