fbpx
საზოგადოება

“საქართველო, კვიპროსი, საბერძნეთი – რომელს აირჩევდი ევროვიზიაზე წარსადგენად?!” – შეკითხვა თამთას

– როცა კარიერაში პირველი ნაბიჯები გადადგი, წარმოიდგენდი, რომ ოდესმე ევროვიზიაზე მოხვდებოდი?

საქართველოში რაიმე სახის მუსიკალური კონკურსი ნანახიც კი არ მქონდა. ამის შესახებ აქ გავიგე. მახსოვს ზუსტად ის წელი, როცა საკიმ საბერძნეთი სიმღერით “Shake It” წარადგინა.

გასულ წელს შემოთავაზება არ მქონია, რადგან ძალიან რთული გრაფიკი მქონდა. ახლა კი ზუსტად მაშინ მივიღე, როცა საქართველოში x-Factor უკვე დასრულებული იყო და წელს ამისთვის ნამდვილად მზად ვიყავი.

– საქართველოდან, საბერძნეთიდან და კვიპროსიდან ერთდროულად რომ გქონდეს შემოთავაზება, რომელს აირჩევდი ევროვიზიაზე წარსადგენად?!

ეს ალბათ სიმღერასა და გუნდზე იქნებოდა დამოკიდებული. როგორც ახლა მოხდა. კონკურსზე აუცილებლად სწორი პირობები უნდა იყოს. არ შემიძლია ეს ქვეყნები მწკრივში დავალაგო, რადგან ძალიან გამიჭირდება. საქართველოში დიდხანს ვიცხოვრე, საბერძნეთშიც დიდხანს ვარ და კვიპროსი ჩემთვის ყოველთვის საბერძნეთის გვერდით იდგა.

– მაინც რატომ დათანხმდი კვიპროსის შემოთავაზებას?

ეს იყო სიმღერის, ბენდისა და ზოგადად შემოქმედებითი ჯგუფის გამო. ამ ხალხმა მეორედ გამიკეთა შემოთავაზება, რაც ნიშნავს, რომ ისინი მენდობიან და ეს დაცულობის გრძნობას მაძლევს. მთავარი როლი მაინც ალექს პაპაკონსტანტინუმ ითამაშა, რომელიც სიმღერის ავტორია. მასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს.

onalem

ტესტ