fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ამინდის საგანგებო პროგნოზი: ტემპერატურის ვარდნა, თოვლი და ქარი საბერძნეთში!

საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში დღეიდან ამინდი მკვეთრად უარესდება. მოსალოდნელია ძლიერი ქარი, წვიმა და თოვლი მთიან რეგიონებში.

ქვეყანაში ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ტემპერატურა დავარდება და 10 გრადუსზე მეტი არ არის ნავარაუდევი. შტორმია მოსალოდნელი კრეტაზე, კიკლადესის კუნძულებზე, ეგეოსის ზღვასა და დოდეკანესზე.

ატიკა

ატიკის რეგიონში სინოპტიკოსები პერიოდულ წვიმას გვპირდებიან. ითოვებს მთიან ტერიტორიებზე, ზღვის დონიდან 600 მეტრზეც კი. ტემპერატურა მხოლოდ 4-8 გრადუსი იქნება.

თესალონიკში თანდათან მოიღრუბლება და მოსალოდნელია პერიოდული წვიმა და მცირე თოვა მთიან და ნახევრად მთიან რეგიონებში (ზღვის დონიდან 300 მეტრზე).

ტემპერატურა 1-დან 7 გრადუსამდე გათბება.

მაკედონიასა და თრაკიში ასევე მოსალოდნელია პერიოდული წვიმა, ჰაერი მაქსიმუმ 9 გრადუსამდე გათბება.

 

onalem

ტესტ