fbpx
საზოგადოება

” ეს რა არის?!, მიწაა ბატონო, ქართული მიწა” – ემიგრანტი თურქეთის საზღვარზე

“თურქეთის საბაჟოზე,როცა ჩანთებმა კონტროლი გაიარეს,პოლიციელმა გამაჩერა და მეუბნება ერთ-ერთ ჩანთაზე,–გახსენიო…გავხსენი ჩანთა უსიტყვოდ…. დაიხარა და… ამომხედა ისე,რომ წელში არც გამართულა…
—ეს რა არის?…
—მიწაა ,ბატონო,ქართული მიწა!….
—და რად გინდა?
—ჩემი წილი საქართველო თან დამაქვს მე!…..ეს კი ჩემი საქართველოა….. სული და გული….ჰაერი და სუნთქვა….ცა და მიწა…. სულ ჩემი მინდა და მაქვს ყველაფერი…აი,ეს მიწაც ჩემია!…ეს კი ქართული ყვავილების ნერგებია…. უცხო მიწაზე ქართული სუნი რომ ვიგრძნო,–მიტომ…

წელში გაიმართა…თვალებში ჩამხედა და…
—-დიდი უცნაური ხალხი კი ხართ ეგ ქართველები!….მიდი,გაიარე…. მშვიდობიანი მგზავრობა….
—-ჩვენ ყველგან ჩვენ საქართველოს ვეძებთ…. თან დაგვაქვს და….თან ვეძებთ………..

გავუღიმე….აი,სევდას რომ ვურევ ხოლმე ღიმილში,–ისე…გადავკეტე ჩანთა და…. 
________

წლები გავიდა ამ ამბიდან…. გაიხარეს ჩემმა ქართულმა ყვავილებმა უცხოეთში წაღებულ გამორწყულ,მაგრამ მაინც ქართულ მიწაზე…. აბიბინდნენ…. გაიშალნენ….. ყოველი დილით ვესალმები მათ ქართულად და ყოველ საღამოს ძილინებისას ვუსურვებ….როცა ნოლსტაგია გაუსაძლისად მომეძალება,მივდივარ ,ჩამოვჯდები მათთან და ვესაუბრები…… არ ვასწავლე მათ უცხო ენა…..მხოლოდ ქართული იციან………. მათაც უჭირთ,–ასე მგონია….უხო ცა უჭირთ….უცხო ჰაერი…ხშირად ვგრძნობ,როცა მე მძინავს,ისინი ტირიან თითქოს…… დილით სველი მხვდება მიწა……. არ ძინავთ ჩემ ყვავილებს….ზოგჯერ წათვლემენ და….ოხრავენ……. და მტკივა ….და მეწვის სული………….და ხშირად იმას ვფიქრობ –მე კი დავბრუნდები საქართველოში და ჩემი ყვავილები?მიწა?..სამუდამო ტყვეობა მივუსაჯე მეთქი…. თავს დამნაშავედ ვგრძნობ… რამოდენიმე ცრემლს ვაპკურებ ამ ფიქრების დროს მათ ფოთლებზე…… მლაშეა ჩემი ცრემლები……… ვერიდები მერე…. სიმლაშემ არ დამიჭკნოს…არ მომიკლას მეთქი………..ხშირად ვფიქრობ,რომ საშინელი ადამიანი ვარ,—ჩემი პირადი სიხარულისთვის თუ ბედნიერებისთვის რა იოლად ვწირავ სხვას,—მიწა და ყვავილები………………. და თუ ოდესმე სამუდამოდ დაბრუნება გადავწყვიტე საქართველოში….. აუცილებლად დავაბრუნებ მათ სამშობლოში………. არა,აღარ მინდა ტყვეობაში მყავდეს აქ ქართული სული….. უსათუოდ წავიყვან მათ სახლში….. 
_____
—-ეს ჩანთა გახსენი,—ისევ მეტყვის პოლიციელი საბაჟოზე, ოღონდ ამჟამად ქართველი…. და მეც გავხსნი ჩანთას ღიმილით……
—-ქართულ მიწას და ქართულ ყვავილებს ვუბრუნებ, ბატონო, საქართველოს!….

ვეტყვი ამაყი,წელში გამართული და თავაწეული გავივლი ჩემ ჩანთებიანად…. ქართულ საბაჟოს………….”

ქართველი ემიგრანტი

onalem

ტესტ