fbpx
საზოგადოება

ათენი: ავტობუსის მძღოლი სცემეს და გაძარცვეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნელა მიდიოდა

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ათენის კიდევ ერთ ავტობუსში დაფიქსირდა. 6 ახალგაზრდა, დაახლოებით 19-21 წლის ასაკის, 57 წლის მძღოლს თავს დაესხა.

შემთხვევა ნომერ 171-ში მოხდა, მძღოლს გააფთრებული ახალგაზრდები ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხოლო შემდეგ გაძარცვეს და იქაურობა დატოვეს. ირკვევა, რომ ბიჭები სუფთა ბერძნულით საუბრობდნენ.

დაშავებული მამაკაცი ევანგელისმოს საავადმყოფოში გადაიყვანეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. როგორც ექიმები აცხადებენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ირკვევა, რომ თავდასხმა მოხდა შემდეგი მიზეზით: ავტობუსის მძღოლი ძალიან ნელა მიდიოდა და გაჩერებებზე დიდხანს იდგა.

გარდა 57 წლის მამაკაცისა, ახალგაზრდები ფიზიკურად კიდევ ერთ, 65 წლის მძღოლს გაუსწორდნენ, რომელმაც მუშაობა სწორედ იმ დროს დაასრულა, თუმცა, ჯერ კიდევ არ იყო ადგილიდან წასული.

ბიჭებმა მოიპარეს ტელეფონი და ნაღდი ფული, 400 ევროს ოდენობით.

 

onalem

ტესტ