fbpx
საზოგადოება

წვიმა, ნისლი, ყინვა და ღრუბლიანობა – რა უნდა ვიცოდეთ შაბათ-კვირის ამინდთან დაკავშირებით?!

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში შაბათ-კვირას მოსალოდნელია პერიოდული წვიმა, ღრუბლიანობა, ნისლი და ყინვა. ფენომენი გაძლიერდება აღმოსავლეთ თესალიაში, სპორადესსა და ევიაში.

დილისა და საღამოს საათებში სინოპტიკოსები ნისლს ვარაუდობენ, ხოლო ჩრდილოეთით, მთიან და ნახევრად მთიან რეგიონებში მოსალოდნელია ყინვაც კი.

კერძოდ, ატიკაში დღეს მოიმატებს ღრუბლიანობა, ტემპერატურა იმერყევებს 8-დან 14 გრადუსამდე.

რაც შეეხება თესალონიკს, ნავარაუდევია მოღრუბლულობა და მსუბუქი წვიმა. საღამოსა და დილის საათებში შეზღუდული იქნება ხილვადობა, ნისლის გამო. ჰაერი 4-დან 11 გრადუსამდე გათბება.

onalem

ტესტ