fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“სწრაფად მოდით, ჩემი მშობლები არ იღვიძებენ” – 17 წლის ბიჭის ზარი სასწრაფო დახმარების ცენტრში

როგორც უკვე ცნობილია, მეტაქსურგიოზე პაკისტანელი ცოლ-ქმარი, რომელიც საბერძნეთში 10 წელი ცხოვრობდა და ომონიაზე მაღაზიას ფლობდა, გაზის გაჟონვის შედეგად დაიღუპა. ისინი საკუთარმა შვილებმა იპოვეს, რომელთაც, როგორც ჩანს, ეგონათ, რომ მათ მშობლებს ეძინათ, მაგრამ დაძახებაზე ოთახიდან არცერთი ეხმაურებოდა, რის გამოც უფროსმა ვაჟმა კარი შეამტვრია.

17 წლის ბიჭმა მაშინვე სასწრაფო დახმარების ცენტრში დარეკა და ითხოვდა, რომ სწრაფად მისულიყვნენ: “გთხოვთ, სწრაფად მოდით, ჩემი მშობლები არ იღვიძებენ.” თუმცა, ადგილზე მისულ ექიმებს მისი დედ-მამა უკვე გარდაცვლილი დახვდათ. გაზმა, სავარაუდოდ, ღამით გაჟონა, ბავშვები კი იმიტომ გადარჩნენ, რომ სხვა ოთახში ეძინათ.

მეზობლები ორივეს სამაგალითო ადამიანებად ახასიათებენ.

გარდაცვლილი მამაკაცი 55 წლის იყო, მისი მეუღლე კი 42 წლის.

onalem

ტესტ