fbpx
კრიმინალი

“იცოდნენ, რომ სახლში მხოლოდ დამლაგებელი ქალი იქნებოდა და უთვალთვალებდნენ” – ვისი ვილა გაძარცვეს ეკალში

საბერძნეთის პოლიცია ეკალში მომხდარი ძარცვის საქმეს იძიებს. ინციდენტის ერთადერთი მოწმე დამლაგებელი ქალია, რომელიც იმ დროისთვის სახლში იმყოფებოდა. მას ორი ნიღბიანი დაესხა თავს და იარაღის მუქარით გაჩუმება აიძულეს.

როგორც პოლიცია იუწყება, დამნაშავეებმა, სავარაუდოდ, იცოდნენ, რომ გემთმფლობელი ბიზნესმენი, ფრაგისკო სტაფილოპატი საზღვარგარეთ იმყოფებოდა და ძარცვისთვის სწორედ ეს დრო შეარჩიეს. მას ჯერჯერობით ოფიცრებთან არ უსაუბრია. ერთადერთი, ვინც შეიარაღებული მძარცველების წინაშე აღმოჩნდა, დამხმარე ქალია, ფილიპინებიდან.

ვილაში ისინი დაახლოებით 20:30 საათზე შეიჭრნენ და როგორც ცნობილი გახდა, წაიღეს 2.000 ევრო და ძვირფასეულობა.

 

onalem

ტესტ