fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ΔΕΗ-ს ”თანამშრომელმა” მოხუცს საერთო ჯამში 6, 500 ევრო მოპარა

ისტორია ასე დაიწყო: მაღალი, კარგად ჩაცმული, სანდომიანი და სიმპათიური მამაკაცი 83 წლის ქალის კარზე აკაკუნებს, თავს ელექტრო ენერგიის მიმწოდებელი კომპანიის თანამშრომლად აცნობს და ტექნიკურ სამუშაოს სთავაზობს, რომელიც, რა თქმა უნდა, ელექტრო ენერგიასთან არის დაკავშირებული. თუმცა, სახლში ამის რეალური საჭიროება არ არსებობს.

მამაკაცის თავაზიანობის მიზანი იყო ის, რომ ქალი დარწმუნებინა მისი სიტყვების სიმართლეში, ხოლო თავად, ამასობაში, სახლიდან თანხა და ძვირფასეულობა მოეპარა. საბოლოოდ, მან საერთო ჯამში 6, 500 ევროს და მასთან ერთად ძვირფასეულობის წაღება მოახერხა.

საბერძნეთის პოლიცია შეტყობინების შესვლისთანავე ადგილზე გაჩნდა და ეჭვმიტანილის ძებნა და იმ მანქანების შემოწმება დაიწყო, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობდნენ.

ჯერჯერობით მის კვალს ვერ მიაგნეს. პოლიცია გაფრთხილებას ავრცელებს და მოუწოდებს მოსახლეობას რეალური არგუმენტების გარეშე ნუ მისცემენ თაღლითებს სახლში შესვლის უფლებას, ვინაიდან მსგავსი შემთხვევებისას ძირითადად მოხუცი ადამიანები ზარალდებიან.

onalem

ტესტ