fbpx
საზოგადოება

“8 იანვარს მივფრინავდი, მაგრამ გადამაფიქრებინეს” – როგორ გადაურჩა მამაკაცი ავიაკატასტროფას

ანდრეი ბუზაროვს ცხოვრებამ მეორე შანსი მისცა. ის არის ერთადერთი მგზავრი, რომელიც გუშინწინდელ საზარელ ავიაკატასტროფას გადაურჩა. როგორ?!

საერთაშორისო მიმომხილველი ანდრეი ბუზაროვი თეირანი-კიევის იმავე რეისზე უნდა დამჯდარიყო, რომელიც თეირანის აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდა, მაგრამ იღბლიანმა შემთხვევამ მას სიცოცხლე შეუნარჩუნა.

ანალიტიკოსი ახლო აღმოსავლეთში კონფერენციაში მონაწილეობისთვის ჩაფრინდა, რის შემდეგაც იგი აპირებდა სამშობლოში დაბრუნებას. გასულ კვირას მან “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” ოფისს ბილეთის შესაძენად მიაკითხა და თავდაპირველად სურდა 8 იანვარს გაფრენა, რადგან ღონისძიების ორგანიზატორებმა მხოლოდ იქ ყოფნის პერიოდში დაუფინანსეს სასტუმროს ხარჯები, თუმცა ავიაკომპანიის თანამშრომლებმა შეძლეს კლიენტის გადარწმუნება.

მათ ურჩიეს ერთი დღის შემდეგ გაფრენა, რადგან ხუთშაბათს ბილეთები იაფია, რის შედეგადაც, მიმომხილველმა დამატებითი ერთი დღე სასტუმროში საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა. ამან გადაარჩინა მისი სიცოცხლე.

თუმცა ბუზაროვს კიდევ რამდენიმე დღე მოუწევს თეირანში ყოფნა, რადგან ავიაკატასტროფის შემდეგ დროებით შეწყდა ავიარეისები.

შეგახსენებთ, 8 იანვარს, დილით, თეირანში აფრენიდან 8 წუთში ჩამოვარდა უკრაინული ავიახაზების ლაინერი ბოინგ-737. დაიღუპა ყველა – 176 კაცი (167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი). დაღუპულთა შორის არიან უკრაინის, ირანის, კანადის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და ავღანეთის მოქალაქეები.

onalem

ტესტ