fbpx
საზოგადოება

ყოფილი მინისტრი და საბერძნეთის პარლამენტის წევრი უკვალოდ გაქრა – ნაპოვნია მისი ნავი

ყოფილ მინისტრსა და საბერძნეთის პარლამენტის წევრს, სიფის ვალირაკისს ოჯახის წევრები და სამაშველო ჯგუფები დღეს შუადღის შემდეგ ეძებენ.

ირკვევა, რომ ყოფილ მინისტრს სახლი აქვს ერეტრიაში, სადაც შაბათ-კვირისთვის წავიდა. არსებული ცნობებით, ის ერეტრიას მოპირდაპირედ მდებარე კუნძულების მიმართულებით ნავით გავიდა.

მისი მეუღლე აცხადებს, რომ ეს ერთი ჩვეულებრივი გასეირნება უნდა ყოფილიყო, მაგრამ მისი მეუღლე უკან აღარ დაბრუნებულა და ამიტომ სანაპირო დაცვასა და პოლიციას შეატყობინა.

ვალირაკისს, რომელიც 78 წლის არის, მიმდებარე წყლებში ეძებენ. ირკვევა, რომ ნაპოვნია მხოლოდ მისი ნავი.

onalem

ტესტ