fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

უკიდურესად დაძაბული სიტუაცია – ათასობით იმიგრანტი ლესვოსის დატოვებას ითხოვს

დღეს დილიდან კუნძულ ლესვოსზე დაძაბულობამ კიდევ უფრო იმატა. ათასობით იმიგრანტი, რომელიც მორიას ბანაკის დაწვის შემდეგ ქუჩაში დარჩა, კუნძულის დატოვებას ითხოვს. ისინი უარს ამბობენ ყველანაირი სახის ალტერნატივაზე, რომელსაც ადგილზე სთავაზობენ.

ვრცელდება კადრები, რომ ბავშვებს სასაფლაოებზე სძინავთ მას შემდეგ, რაც ძლიერ ხანძარს გამოექცნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივმა საზოგადოებამ ბოლო წლების მანძილზე წარმოუდგენლად დიდი და არაპროპორციული ტვირთი მიიღო, იმიგრანტთა ტალღების სახით.

მორიას ბანაკში, რომელიც რეალურად განსაზღვრული იყო 3.000 ადამიანისთვის, ცხოვრობდა 13.000-ზე მეტი და იქ არსებული პირობები იყო არაჰუმანური.

onalem

ტესტ