fbpx
კრიმინალი

ბერძენმა მღვდელმა ცოლ-შვილი ისე სცემა, რომ საავადმყოფოში მოხვდნენ

სკანდალურ ინფორმაციას Protothema.gr ავრცელებს, ინციდენტი კი ლარისაში მოხდა.

როგორც ირკვევა, დაკავებულია სასულიერო პირი, ერთ-ერთი ეკლესიის მოძღვარი, რომელსაც საკუთარ ცოლ-შვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება ედება ბრალად.

ყველაფერი ოთხშაბათს საღამოს დაიწყო, როდესაც მღვდელს საკუთარ არასრულწლოვან ქალიშვილთან კამათი მოუვიდა, შემდეგ თავზე კონტროლი დაკარგა და ისინი სასტიკად სცემა. არსებული ვითარებიდან გამომდინარე დედა-შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პოლიციაც მივიდა და მათ განაცხადეს, რომ სასულიერო პირი ფიზიკურად გაუსწორდათ. ქალი ასევე აცხადებდა, რომ მეუღლის ნახვა აღარასოდეს უნდოდა.

როდესაც მღვდელი პოლიციამ დააკავა, უარყოფდა, რომ ცოლ-შვილი სცემა, თუმცა, აცხადებდა, რომ უფლება ჰქონდა შვილისთვის მკაცრად ესაუბრა.

მიუხედავად ამისა, მას თავისუფლების 1.5 წლით აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ მოგვიანებით გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ სოციალურ მუშაკს დახმარებისთვის მიმართავდა.

 

onalem

ტესტ