fbpx
კრიმინალი

დააკავეს 23 წლის ბერძენი ჰაკერი, რომელმაც უცხოურ კომპანიებს 1.000.000 ევროს ზარალი მოუტანა

საბერძნეთის კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 23 წლის ჰაკერი დააპატიმრეს. მას გარდა კომპანიების გაძარცვისა, ბრალად ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულიც ედება. გავრცელებული ინფორმაციით, ის საბერძნეთის მოქალაქეა და ჰყავს ამ დრომდე უცნობი თანამზრახველები.

კერძოდ, 23 წლის ბერძენი სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკის გამოყენებით აღწევდა უცხოური კომპანიების ინფორმაციულ სისტემაში და იპარავდა მისთვის საჭირო და ხელსაყრელ მონაცემებს.

ამ საქმის გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც საზღვარგარეთ მოქმედი მინიმუმ 7 კომპანიიდან გავრცელდა საჩივრები, რომ მათ სისტემის უსაფრთხოება მუდმივად ირღვეოდა და საერთო ჯამში გამოწვეული ზარალი 1 მილიონ ევროს უდრის.

სულ რამდენიმე ხანში მიაკვლიეს 23 წლის კაჰერს საბერძნეთში, რომლის წინააღმდეგაც არსებობს ციფრული მტკიცებულებები, რომ გარეული იყო უკანონო ქმედებებში.

როგორც ცნობილია, ის ათენის პროკურატურაშია გადაყვანილი.

უცნობია, თუ კონკრეტულად რომელ კომპანიებს მიაყენა მან 1.000.000 ევროს ზარალი.

onalem

ტესტ