fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ბოშებმა მათ ბანაკში ცეცხლის ჩასაქრობად მისული მეხანძრეები გაძარცვეს

თივაში, კერძოდ პირის ტერიტორიაზე მცხოვრები ბოშები დანაშაულისადმი განსაკუთრებული მიდრეკილებით გამოირჩევიან და ეს ყველასთვის ცნობილია. თუმცა, ამჯერად მათმა ქმედებებმა მოლოდინს გადააჭარბა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოშების ბანაკთან ხანძარი გაჩნდა და მეხანძრე-მაშველები დაუყოვნებლივ გაემართნენ ადგილზე ვითარების კონტროლის არეში მოსაქცევად და ადგილობრივების დასაცავად.

ბოშებმა კი სიტუაციით ისარგებლეს და როგორც კი მათ ცეცხლთან ბრძოლა დაიწყეს, თავს დაესხნენ და ერთს ყელიდან ოქროს ყელსაბამი ჩამოგლიჯეს, მეორეს კი თანხა წაართვეს. თუმცა, ყველაფერი აქ არ დასრულდა, მათი მანქანის წაყვანაც კი სცადეს.

მეხანძრეებმა მოახერხეს, რომ მანქანა მათი ხელიდან დაეხსნათ და პოლიცია გამოიძახეს, მაგრამ მძარცველები მალევე გაიქცნენ და ამჟამად პოლიცია მათი ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობს.

onalem

ტესტ