fbpx
საბერძნეთი

“დღეში 274 ტესტი კორონავირუსზე აეროპორტში” – ნიკოს ხარდალიასი ხანიიდან

როგორც უკვე ცნობილია, მთელი ქვეყნის მასშტაბით საბერძნეთის აეროპორტები 1 ივლისიდან სრული დატვირთვით დაიწყებენ მუშაობას და ტურისტებს უმასპინძლებენ. ირკვევა, რომ დღეში კორონავირუსზე ასობით ტესტი ჩატარდება სპეციალური ჯგუფების მიერ. სიტუაციას მონიტორინგს უწევს ნიკოს ხარდალიასი, რომელიც უკვე რამდენიმე აეროპორტში იმყოფებოდა და ამჯერად ხანიიდან ისაუბრა:

“მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ ხანიაში და ეს მოხდება ქვეყნის ყველა აეროპორტში. ჩვენთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა პრიორიტეტულია და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს 1 ივლისიდან, როდესაც ფრენები აღდგება. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ამ ეტაპზე არსებული მონაცემები სრულიად დამაკმაყოფილებელია.”

ხარდალიასმა თქვა, რომ ხანიის აეროპორტში ტურისტებზე დღეში 275 ტესტი ჩატარდება, შერჩევითად და ვიდრე პერსონალი მგზავრებს მიიღებს, ისინი სპეციალურ ვარჯიშს გაივლიან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ კრიტიკულ სიტუაციაში.

onalem

ტესტ