fbpx
საბერძნეთი

“გვეშინია, რა მოხდება ივლისის ბოლოს” – რის აკრძალვას განიხილავს საბერძნეთის მთავრობა

ტეელკომპანია ΣΚΑΙ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამენ საბერძნეთში ტურიზმის გახსნის შემდეგ დაფიქსირებული შემთხვევების გამო და შიშობენ, რომ ივლისის ბოლოს შედეგები არც თუ ისე სახარბიელო შეიძლება იყოს.

ნიკოს სიფსასის განცხადებით, მთავრობა განიხილავს საკითხს, რომ მთელი საბერძნეთის მასშტაბით აიკრძალოს ნებისმიერი სახის ფესტივალები და მასშტაბური წვეულებები (ე.წ. პანიგირები).

აღნიშნული აკრძალვის მთავარი მიზანი ხალხით გადატვირთულობის თავიდან არიდებაა, რადგან ყველაზე დიდ საფრთხეებს სწორედ ის სიტუაციები შეიცავს, როდესაც არ ხდება დისტანციის დაცვა.

“ჩვენ გვეშინია, თუ რა მოხდება ივლისის ბოლოს. როგორ წავა ეპიდემიოლოგიური მრუდი. დაკვირვების საგანია არა მხოლოდ “იმპორტირებული” შემთხვევები, არამედ ვირუსის ადგილზე გავრცელებაც,” აცხადებს სიფსასი.

 

onalem

ტესტ