fbpx
კრიმინალი

მამაკაცი, რომელსაც საბერძნეთში ემიგრანტები გადმოპარვით შემოჰყავდა, ხევში გადავარდა და დაიღუპა

სამწუხარო ამბის შესახებ Protothema.gr იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია მამაკაცი, რომელსაც საბერძნეთში არალეგალი იმიგრანტები გადმოპარვის გზით შემოჰყავდა და კავალას ტერიტორიაზე პოლიციისგან გაქცევისას დაიღუპა.

კერძოდ, პოლიციამ შენიშნა მანქანის საეჭვო გადაადგილება, რომელშიც ორი გადმომყვანი პირი და 11 არალეგალი იმიგრანტი იჯდა. ოფიცრების ბრძანებაზე მძღოლმა არ გააჩერა და საბოლოოდ ბორდიურებს დაეჯახა. მიუხედავად ამისა, მანქანას და შიგ მსხდომებს არაფერი დაშავებიათ და ეგნატიას გზაზე მდებარე ხიდთან გაჩერდნენ.

ირკვევა, რომ მამაკაცმა, რომელიც მანქანას მართავდა, გაქცევა სცადა. იქიდან გადმოვიდა და ხიდის ქვედა მიმართულებით გაიქცა. ამ ტერიტორიაზე არის ხეები და საკმაოდ ციცაბო ადგილი და სწორედ ეს გახდა ტრაგედიის მიზეზი. იმიგრანტების გადმომყვან პირს ფეხი დაუცდა და პირდაპირ ხევში გადავარდა, სადაც გარდაიცვალა.

მოგვიანებით დააკავეს მისი თანამზრახველიც, რომელიც კავალას პროკურატურაშია გადაყვანილი, თავად გარდაცვლილს კი მართვის მოწმობაც კი არ აღმოაჩნდა.

 

onalem

ტესტ