fbpx
კრიმინალისაზოგადოება

19 წლის მოდელის მოთხოვნა გათავისუფლებაზე ჰონგ-კონგში არ დააკმაყოფილეს

19 წლის ბერძენი მოდელი, რომელიც ჰონგ-კონგში 22 ნოემბერს 2,6 კილოგრამი კოკაინის აღმოჩენის ფაქტზე დააკავეს, არასრულწლოვანთა საპატიმროში იმყოფება და აცხადებს, რომ სრულიად უდანაშაულოა. მან არ იცოდა რა იდო პაკეტში და ამბობს, რომ მხოლოდ გადატანა ჰქონდა დავალებული.

დღეს სასამართლომ არ დააკმაყოფილა გოგონას ოჯახის ოფიციალური წარმომადგენლის, საკის კეხაგიოღლუს მოთხოვნა მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ადვოკატი მისი გათავისუფლებას 11, 000 ევროს გარანტიით ითხოვდა.

19 წლის გოგონა მითილინიდან უკვე მეორედ გამოცხადდა სასამართლოზე და მას საუბრის უფლება ჯერ კიდევ არ აქვს. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ის კვლავ ციხეში დააბრუნეს.

ჩინეთის ხელისუფლება მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობას შემდეგი არგუმენტებით ხნის, რომ გოგონა უცხოეთის მოქალაქეა და დიდი შანსია ჰონგ-კონგი დატოვოს, ხოლო მეორე მხრივ აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალების რაოდენობა უკიდურესად დიდია.

ამავე ინფორმაციით, მოთხოვნა კიდევ ერთხელ 7 დეკემბერს განიხილება.

onalem

ტესტ