fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის 10 საუკეთესო პლაჟი, რომელსაც Lonely Planet უწევს რეკომენდაციას (ფოტოები)

ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული წიგნების გამომცემელი კომპანია, Lonely Planet, ყურადღებას საბერძნეთის პლაჟებზე ამახვილებს და გვთავაზობთ 10 მათგანს, რომელიც საუკეთესოდ სახელდება.

ქვიშა თუ კენჭები, მცირე თუ დიდი სივრცე, ღრმა თუ წყალმარჩხი, ადვილად მისასვლელი თუ დამალული, ხალხით გადატვირთული თუ “მიტოვებული” – საბერძნეთი ცნობილია თავისი ზღაპრული სანაპიროებით, რომლებიც ყველანაირი გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს.

“ეს არის 10 საუკეთესო პლაჟი საბერძნეთში იმისთვის, რომ თქვენი ზაფხული დაგეგმოთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მხოლოდ თქვენი ფანტაზიაა,” წერს Lonely Planet.

ელაფონისი, კრეტა – ეს არის სანაპირო, რომელიც თითქოს რეალურს არც ჰგავს. კრისტალურად სუფთა წყალი და რაც აქაურობის სავიზიტო ბარათია, ვარდისფერ-თეთრი ქვიშა. ელაფონისი კრეტას სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.

ვოიდოკილიას, მესინია – ამ სანაპიროს ბევრი აღწერა არც კი სჭირდება, თუკი უბრალოდ ფოტოებს გადაავლებთ თვალს. ნახევარწრის ფორმა და ლაჟვარდოვანი წყალი – სხვა რა უნდა სჭირდებოდეს ტურისტს.

ნავაგიო, ზაკინთოს – რთულად მოიძებნება ადამიანი, რომელმაც ნავაგიოს სანაპიროს შესახებ არ იცის. ის ზაკინთოს სანაპიროებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა და როგორც აღმოჩნდა, მთელ საბერძნეთშიც.

წითელი სანაპირო, სანტორინი – ბრწყინვალე კუნძულზე მდებარე ეს სანაპირო ნამდვილად ამართლებს სახელს, რადგან გარშემორტყმულია წითელი კლდეებით და ქვემოთ შეგიძლიათ საოცრად სუფთა წყლით ისიამოვნოთ. ზუსტად ამ კლდეების მაღლა კი არაჩვეულებრივი რესტორნებია განლაგებული.

კუკუნარიეს, სკიათოს – ეს არის სანაპირო, რომელსაც Lonely Planet გვერდს ვერ აუვლიდა. იქაურობა მწვანეშია ჩაფლული და წყლის სისუფთავეზე საუბარიც აღარ არის.

სანაპირო “პოტამი”, სამოს 

მირტოს, კეფალონია

პოსიდი, ხალკიდიკი

სანაპირო სეიხელეს, იკარია 

ფალასარნა, კრეტა

მილოპოტა, იოს

onalem

ტესტ