fbpx
საბერძნეთი

ხანძარი ევიაში – რას ამბობს სახანძრო სამსახურის უფროსი?!

როგორც უკვე ცნობილია, მატის შემდეგ, კიდევ ერთი ძლიერი ხანძარი საბერძნეთში გუშინ, ევიაში ფიქსირდებოდა. სახანძრო სამსახურის უფროსი დეტალების შესახებ საუბრობს:

“ამ დროისთვის ცეცხლის არცერთი აქტიური კერა აღარ არსებობს. ხანძარი დილის 10-11 საათისთვის სრულიად ჩააქვრეს.”

ასევე, ერთ-ერთი სოფლის მერი აცხადებს, რომ ევიაში ორი სოფლის ევაკუაცია კვირას, შუადღის 4 საათამდე მოხდა. დაზიანებული არ არის სახლები, მხოლოდ ორი ფერმა და მაღაზიაა, რომელიც ხანძარს ემსხვერპლა.

“ხანძარი ყველაზე საშიში 15:00 საათზე იყო, როდესაც გზა კვამლში გაეხვია და ჩვენ სწორედ ამ დროს ავღელდით. ამ დროისთვის მოსახლეობას არანაირის აფრთხე აღარ ემუქრებათ, მეხანძრეებმა შესანიშნავად იმუშავეს.”

აღსანიშნავია, რომ ამ ზაფხულს ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა, როცა ამ ტერიტორიაზე ხანძარი ჩნდება, რაც აჩენს ეჭვს, რომ არსებობს კონკრეტული დამნაშავე.

https://www.facebook.com/Forecastweather.Greece/videos/1780114582042803/

onalem

ტესტ