fbpx
საბერძნეთი

საგადასახადო დეკლარაციების წარსადგენად სისტემა რამდენიმე საათში გაიხსნება და 30 ივლისამდე იქნება ღია

საგადასახადო დეკლარაციების წარსადგენად ტაქსინეტის სისტემა (Taxisnet) რამდენიმე საათში გაიხსნება და როგორც მედია იუწყება, აღნიშნული დეკლარაციების გაკეთება ბუღალტრების მიერ შესაძლებელი იქნება 30 ივლისამდე.

წელს სისტემა გაცილებით ადრე იხსნება, ვიდრე წინა წლებში, გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით, 25 მარტამდე უკვე ღია უნდა იყოს და მოსახლეობას შეეძლება, რომ 2022 წლის დეკლარაციები გააკეთოს. ნებისმიერ შემთხვევაში სისტემა გაიხსნება მარტის თვეში.

პარალელურად, არსებობს ინფორმაცია, რომ დეკლარაციების გაკეთების ვადა კიდევ გაგრძელდება, იმის მიხედვით, თუ რამდენად იქნება ამის საჭიროება. წინა წელს აღნიშნული ვადები გაგრძელდა 30 აგვისტომდე.

შეგახსენებთ, რომ საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა აუცილებელია ყოველ წელს, რათა წესრიგში გვქონდეს საბუთები, აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა სავალდებულოა ბევრი სხვადასხვა ოპერაციის განსახორციელებლად, დახმარებების მისაღებად, ბანკებთან მიმართებაში და ა.შ.

onalem

ტესტ