fbpx
საბერძნეთი

ხვალ, 24 მარტს, გაფიცვა მეტროს მხოლოდ მე-2 და მე-3 ხაზებზე – 1-ლი ხაზი (ΗΣΑΠ) იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვალ, 24 მარტს, მეტროს თანამშრომლები გაფიცვას აცხადებენ და მუშაობას შეწყვეტენ 21:00 საათზე, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა, ზუსტად რომელ ხაზებზეა საუბარი.

როგორც მედია იუწყება, პარასკევს 21 საათამდე იმუშავებენ მეტროს მხოლოდ მე-2 და მე-3 ხაზები, ხოლო 1-ლი ხაზი, იგივე ილეკტრიკო/ტრენო (ΗΣΑΠ), იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში.

ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ ტროლეიბუსები და ავტობუსები, ასევე, ტრამვაიც.

აღსანიშნავია, რომ 25 მარტთან დაკავშირებული მარშების გამო ათენის ცენტრალურ გზებზე გადაადგილება შეიზღუდება შაბათს, 25 მარტს, ხოლო ტრანსპორტი განსხვავებული მარშრუტებით იმოძრავებს, თავს აარიდებენ ცენტრალურ გამზირებზე მოხვედრას, ვინაიდან დაკეტილი იქნება.

onalem

ტესტ