fbpx
საბერძნეთი

“ტურიზმი ყველასთვის” – მორიგი პროგრამა საბერძნეთის მთავრობისგან ვაუჩერების მისაღებად

“სოციალური ტურიზმის” პროგრამაში მონაწილეობისთვის სისტემა გუშინდელი დღიდან დაიხურა, მაგრამ მიმდინარე თვეში გაიხსნება მეორე სისტემა, რომელიც ბენეფიციარებს საშუალებას მისცემს, რომ მონაწილეობა მიიღონ პროგრამაში “ტურიზმი ყველასთვის”.

სისტემა, როგორც მედია იუწყება, ივნისის ბოლოდან გაიხსნება, რათა ვაუჩერის მისაღებად განაცხადები გაკეთდეს, ხოლო ისინი გაიცემა სისტემის დაკეტვიდან 1 კვირის შემდეგ. განაცხადების გაკეთება შესაძლებელი იქნება შემდეგ პლატფორმაზე: https://vouchers.gov.gr/.

ვაუჩერი მოიცავს 150 ევროს და მისი დახარჯვა შესაძლებელი იქნება ტურისტული დანიშნულების დაწესებულებებში.

გაქვთ თუ არა განაცხადის გაკეთების უფლება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენია თქვენი შემოსავალი:

ერთი ადამიანისთვის მაქსიმალური წლიური შემოსავალი 16.000 ევროა.

ერთ ბავშვთან ერთად (მარტოხელა მშობელი) წლიური შემოსავალი არ უნდა აჭარბებდეს 17.500 ევროს.

ორ ბავშვთან ერთად 19.000 ევრო.

სამ ბავშვთან ერთად 21.000 ევრო.

მრავალშვილიანობის შემთხვევაში ეს ლიმიტი 28.000 ევრომდე იზრდება.

ცოლ-ქმრისთვის (რომელიც ოფიციალურ ქორწინებაშია ან გაფორმებული აქვთ თანაცხოვრების შეთანხმება) მაქსიმალური წლიური შემოსავალი განისაზღვრება 28.000 ევროთი.
1 ბავშვთან ერთად 29.500 ევრო.
2 ბავშვთან ერთად 31.000 ევრო.
3 ბავშვთან ერთად 33.000 ევრო.
მრავალშვილიანი ოჯახის შემთხვევაში 38.000 ევრო.

onalem

ტესტ