fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ქალი სატვირთო მანქანაში გარდაიცვალა, რადგან სასწრაფო დახმარების მანქანა არ არსებობდა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კუნძულ კოსზე მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ კუნძულები თავისი სილამაზით მუდმივად იწონებენ თავს, განსაკუთრებით, ტურისტულ სეზონზე, თუკი ადგილობრივი ან ტურისტი თავს ცუდად იგრძნობს, არავინ იცის, რამდენად მიიღებენ საჭირო დახმარებას, ვინაიდან კუნძულების უმეტესობაზე ჯანდაცვის სისტემა უკიდურესად ცუდად მუშაობს.

კუნძულ კოსზე 65 წლის ქალი გახდა შეუძლოდ, ახლობლებმა სასწრაფო დახმარების ცენტრში დარეკეს, მაგრამ იქიდან უპასუხეს, რომ ადგილზე ვერ მივიდოდნენ. იქ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მანქანა, რომელიც იმ დროს სხვას ემსახურებოდა. აქედან გამომდინარე, ავადმყოფის გადაყვანა სატვირთო მანქანით სცადეს, მაგრამ სამწუხაროდ, ქალი გზაში გარდაიცვალა.

ორთოდონტი, რომელმაც ქალის სატვირთოთი გადაყვანის ინიციატივა გამოიჩინა და ყველაფერი გააკეთა მის გადასარჩენად, წერს, რომ შესაძლოა მისი მდგომარეობა უმძიმესი იყო და ვერც შესაბამის ბრიგადას ეშველა, მაგრამ 2023 წელს პაციენტები ამ პირობებში არ უნდა გადაჰყავდეთ, ვინაიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას აქვს შესაბამისი აღჭურვილობა და ექიმებს შეეძლებოდათ სხვაგვარი დახმარება გაეწიათ ავადმყოფი ადამიანისთვის.

 

onalem

ტესტ