fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციის რეიდები გრძელდება – დაკავებულია ჯამში 727 ადამიანი

საბერძნეთის პოლიცია დანაშაულის პრევენციის მიზნით სპეციალურ ოპერაციებსა და რეიდებს აგრძელებს. 29 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში უამრავი რეიდი განხორციელდა.

არსებული სტატისტიკის მიხედვით, შემოწმდა ჯამში 34.521 მანქანა და 44.838 ადამიანი, აქედან ოფიცრებმა დააკავეს 727 მათგანი. მათი ბრალდებები სხვადასხვა კანონდარღვევებს ეხება.

ოპერაციები განხორციელდა ძირითადად: ტრიკალას, კალაბაკას, პილის, ფარკადანას, პერამას, ნეა ზოის, გეფირას, ფილოთეის, არტას ტერიტორიებზე.

რაც შეეხება კონკრეტულად ატიკის რეგიონს, განხორციელდა რეიდები აგია ვარვარას, მენიდისა და ზეფირის ტერიტორიებზე. მხოლოდ ატიკაში შემოწმდა 2.368 ადამიანი, განყოფილებაში გადაიყვანეს 346, ხოლო 26 პატიმრობაში დარჩა.

შეგახსენებთ, რომ პოლიციის მიზანია ნარკოტიკებთან, ქურდობასთან და არალეგალურ მიგრაციასთან დაკავაშირებულ დანაშაულებთან ბრძოლა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დონის გაზრდა.

onalem

ტესტ