fbpx
საბერძნეთი

უკმაყოფილო მიხალის ხრისოხოიდი და საბერძნეთის პოლიციის ახალი გეგმა, რომელიც ატიკიდან იწყება

პარასკევს სამოქალაქო დაცვის სამინისტროში უმნიშვნელოვანესი და ამავე დროს მძიმე შეხვედრა გაიმართა და მინისტრმა, მიხალის ხრისოხოიდისმა არ დამალა საკუთარი უკმაყოფილება, რომ პოლიციამ არ დადო ის შედეგები, რაც მან სპეციალური და გაძლიერებული სამუშაოების დაწყებამდე მოითხოვა.

ხრისოხოიდის მთავარი მიზანი ქუჩის დანაშაულთან ბრძოლა იყო და ის ფიქრობს, რომ პოლიცია ამ ყველაფერს საკმარისად არ ებრძვის. სწორედ ამიტომ მან ოფიცრებს წარუდგინა ახალი სამუშაო გეგმა, რომელიც უკეთესი შედეგების მომტანი იქნება.

მინისტრმა ხაზგასმით თქვა, რომ მას პოლიციის თითოეულ განყოფილებაში კრიმინალის 25%-ით შემცირება სურდა.

ამიერიდან სამართალდამცავები განახლებული სამუშაო გეგმით მოქმედებას ატიკიდან იწყებენ, სადაც უნდა შემცირდეს ძარცვისა და ყაჩაღობების რიცხვი.

 

onalem

ტესტ