fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთში ძალიან რთული ზამთარი მოდის” – პატინა პაგონის გაფრთხილება, თუ არ ავიცრებით

პროფესორმა მატინა პაგონიმ განაცხადა, რომ თუ საბერძნეთში მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი არ აიცრება, ზამთარი ძალიან რთული იქნება.

“დელტა მუტაციის გამო აუცილებლად გვჭირდება, რომ მოსახლეობის 80% აცრილი იყოს. თუ იმუნიტეტის ამ კედელს არ ავაშენებთ, გვექნება რთული შემოდგომა და კიდევ უფრო უარესი ზამთარი.

ამ დროისთვის აუცრელთა 8%-10% არიან ისინი, ვინც საერთოდ არ აპირებს, რომ აიცრას, ხოლო დანარჩენებს აქვთ კითხვები და უბრალოდ ვერ წყვეტენ, ვერ დგამენ ამ ნაბიჯს, მაგრამ არ არიან მკაცრი მოწინააღმდეგეები. 

ჩვენ ვართ დამნაშავე, რომ ადამიანებს აქვთ ეს ეჭვები, რადგან ბოლო დროს უფრო მეტს ვსაუბრობთ ვაქცინის გვერდით მოვლენებზე, ვიდრე თავად ვირუსით გამოწვეულ გართულებებზე. არა ვაქცინამ, არამედ თავად კორონავირუსის გადატანამ არ ვიცით, რა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ორგანიზმში სამომავლოდ,” განაცახდა პაგონიმ.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში ამ დროისთვის აცრილია 10.536.457 ადამიანი, რომელთაგან ორივე დოზა მიღებული აქვს 5.165.666 მათგანს.

onalem

ტესტ