fbpx
საბერძნეთი

თოვლი ატიკის რეგიონშიც მომდევნო დღეებში – სინოპტიკოსთა საგანგებო პროგნოზი!

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში მომდევნო დღეებში ამინდის ექსპრეს-გაუარესება გველის, რაც თოვლს მოიტანს ატიკის რეგიონშიც კი, გარდა ჩრდილოეთ საბერძნეთისა.

კლეარხოს მარუსაკის პროგნოზის მიხედვით, ამჯერად ამინდის გაუარესება მოსალოდნელია ზღვის ტერიტორიიდან და ითოვებს ატიკის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში. ნალექი მოსალოდნელია ზღვის დონიდან 300-400 მეტრის სიმაღლეზე, ცივი ჰაერის მასები შემოიჭრება კვირა დღიდან და ატიკის რეგიონში თოვას გამოიწვევს ორშაბათსა და სამშაბათს.

სინოპტიკოსთა ვარაუდით, ითოვებს პენდელში და აგია პარასკევზეც კი, ხოლო ტემპერატურის ვარდნა მოსალოდნელია 10-დან 12 გრადუსამდე.

მოსახლეობა მზად უნდა იყოს ამინდის აღნიშნული პირობებისთვის და მოერიდოს აქტიურ გადაადგილებას, განსაკუთრებით ჩრდილოეთ რეგიონებში.

onalem

ტესტ