fbpx
კატეგორიის გარეშე

“ციფრულ დამხმარეს” Gov.gr-ზე, რომელიც 24 ენაზეა ხელმისაწვდომი, ალბანურიც დაამატეს

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია ე.წ. “ციფრული დამხმარის” შესახებ, რომელიც Gov.gr-ის სახით არის წარმოდგენილი და ჩვენთვის საინტერესო სერვისებზე წვდომის საშუალებას უმოკლეს დროში გვაძლევს.

სისტემა წარმოდგენილია 24 ევროპულ ენაზე ანუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენებზე, თუმცა, როგორც ირკვევა, აღნიშნულს დაამატეს ალბანური ენაც.

პლატფორმაზე შეკითხვის დასმა შესაძლებელია როგორც წერილობითი, ასევე, საუბრის ფორმით და mAigov მაშინვე მოგიძებნით პასუხს თქვენთვის საინტერესო საკითხზე. იხილეთ პლატფორმა ქვემოთ:

https://www.gov.gr/

იმ შემთხვევაში, თუ გაინტერესებთ, სად შეიძლება მიმართოთ კონკრეტული მომსახურების მიზნით, შეგიძლიათ შეკითხვა დასვათ პლატფორმაზე და ის მოგცემთ კონკრეტულ მიმართულებას.

 

onalem

ტესტ