fbpx
კატეგორიის გარეშე

“წელს ვირუსი განსაკუთრებით აქტიურია, თითქოს, ყველას იჭერს” – ბერძენი ექიმი ღორის გრიპზე საუბრობს

ამ დროისთვის მხოლოდ ლარისას საავადმყოფოში ღორის გრიპით ინფიცირებული ოთხი ადამიანი წევს, კრეტაზე კი, ბოლო, ვინც ვირუსს ემსხვერპლა, 6 წლის გოგონაა. ბერძენი ექიმი მოსახლეობას დიდი სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ბევრი ადამიანი პირბადითაც კი დადის, თუმცა, რამდენად გვეხმარება ეს?!

ლამბროს კარაგიორგოსი, რომელიც ექიმთა და ექთანთა გაერთანებას ხელმძღვანელობს გარკვეულ განმარტებებს აკეთებს:

“ზოგადი მდგომარეობა ძალიან შემაშფოთებელია. წელს ვირუსი განსაკუთრებით აქტიურია, თითქოს მისით დაინფიცირება ძალიან ადვილია და ყველას “იჭერს”. ამ დროისთვის ლარისას საავადმყოფოში მოთავსებული ოთხი პაციენტიდან სამის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ჩვენ არ ვიცით, თუ რა იქნება შემდეგში, რამდენად გახშირდება შემთხვევები. ეს შტორმს ჰგავს, რომელიც თავს გვატყდება. თუ ჩვენ საკმარისი ვაქცინები გვექნება, მინიმალურ დახმარებას გავუწევთ ადამიანებს, თუმცა, ვაქცინების რაოდენობაც კი გაურკვეველია.”

onalem

ტესტ