fbpx
კატეგორიის გარეშე

ოთო ნემსაძე ემიგრანტებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს | ვიდეო

ოთო ნემსაძე საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ემიგრანტებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და მიმართვის ვიდეოს სოციალურ ქსელ ფეისბუკში ავრცელებს.

“მოგესალმებით საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებო ქართველებო. მინდა გთხოვოთ, რომ ერთად დავუდგეთ ჩვენს ქვეყანას გვერდში. წელს საქართველოს ევროვიზიაზე წარვადგენ და თქვენი მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია. მე თქვენთვის ვიმღერებ“, – ამბობს ოთო ნემსაძე.

ევროვიზიის პირველი ნახევარფინალი დაიწყება სამშაბათს, 14 მაისს, ცენტრალური ევროპისდროით 21:00 საათზე.