fbpx
კატეგორიის გარეშე

WinExpo Georgia 2018-ზე გიუაანის “კასრის საფერავმა” სამი უმაღლესი ჯილდო მოიპოვა

WinExpo Georgia 2018-ის ფარგლებში ჩატარებულ ღვინის მე-10 საერთაშორისო კონკურზე, ქართულმა ღვინის კომპანია „გიუაანმა“ 11 ჯილდო მოიპოვა, ხოლო მისმა ღვინომ „კასრის საფერავმა“ ერთდროულად უმაღლესი ჯილდოების – შოუს საუკეთესო ღვინის ტიტულის, უმაღლესი ჯილდო – Trophy-სა და ოქროს მედლების მოპოვება შეძლო.

„გიუაანმა“ უარი თქვა კონკურსზე წინა წლების ტიტულოვანი ღვინოების წარდგენაზე და წლევანდელ ღონისძიებაზე მხოლოდ ახალი ღვინოები წარმოადგინა, რომლებსაც მსგავს კონკურსებში მონაწილეობა მიღებული არ ჰქონდათ. ამიტომ კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი აღიარება და „გიუაანის“ ღვინოების უმაღლეს ხარისზე კიდევ ერთხელ მეტყველებს.

საერთაშორისო კონკურსი 14-16 ივნისს გაიმართა. მასში 60 კომპანიის 250-ზე მეტი სახეობის ღვინო მონაწილეობდა. გამარჯვებული ღვინოები საერთაშორისო დონის, მაღალკვალიფიციურმა უცხოელი და ქართველი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ ბრმა დეგუსტაციის შემდეგ გამოავლინა.

ღვინის მე-10 საერთაშორისო კონკურსზე კი გიუაანის შედეგი ასეთია:

შოუს საუკეთესო ღვინო: საფერავი კასრის (2016)

ტროფი: საფერავი კასრის (2016)

ოქროს მედალი: საფერავი კასრის (2016)

ვერცხლის მედალი: მანავი (2016)

ბრინჯაოს მედალები: რქაწითელი – მწვანე (2016), ქვევრის საფერავი (2016), ტვიში (2016), საფერავი როზე (2017), საფერავი – კაბერნე როზე (2017), საფერავი (2017), წინანდალი (2017)