fbpx
კატეგორიის გარეშე

ქორწილიდან დაკრძალვამდე – კრეტელ წყვილს 6 თვის ბავშვი დარჩა

დღეს კუნძულ კრეტას საზოგადოებას განსაკუთრებით მძიმე დღე აქვს. ოჯახს, რომელიც ორი დღის წინ მდინარე გეროპოტამიომ იმსხვერპლა, 16:00 საათზე დაკრძალავენ. 30 წლის როდულა ცაგარაკი, მისი 29 წლის მეუღლე, კოსტას იანაკაკი, 21 წლის და, მარილენა და მათი 58 წლის დედა ქორწილიდან სახლში ბრუნდებოდნენ, თუმცა, მდინარის გადალახვა ვერ შეძლეს და ოთხივე დაიღუპა.

მანქანა, რომელშიც ისხდნენ მდინარის შუაგულში იპოვეს. გადარჩენის შანსი, როგორც ჩანს, ნული ჰქონდათ, ძლიერი ტალღების და სიბნელის გამო.

როგორც ცნობილია, წყვილი სულ ცოტა ხნის წინ დაქორწინდა და მათ 6 თვის შვილი დარჩათ.

ნათესავები და მეგობრები ტრაგედიას ჯერ კიდევ ვერ იაზრებენ. ვერავინ იფიქრებდა, რომ სხვისი ბედნიერი დღიდან მომავალი ოჯახი ერთ დღეში განადგურდებოდა.

როდულა ცაგარაკის მამაც რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა.

onalem

ტესტ